Sunday, January 24, 2010

17 დეკემბერი, 2009 წელი

საახალწლო არდადაგების წინ ტრადიციად აქვთ შეკრება Rizsas - ში. restorandag-restorantday ს ეძახიან.და რას გულისხმობს ეს დღე:
მოვიწვიეთ სტუმრები ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები,ბავშვები,მათი მშობლები.გავაკეთეთ კერძები, გარეთ მოვაწყვეთ ბარბექიუ . ყველა სტუმარს უნდა გადაეხადა ფული ვახშმისთვის,როგორც რესტორანში. თან პატარა მაღაზია მოვაწყვეთ. რაც კი რამე შეგვიქმნია რისზაში გასაყიდად გამოვიტანეთ. მე და ელისმა ჩვენი ნამუშევრები გამოვფინეთ. ბისერებისაგან გაკეთებული სამკაული, თექაზე შესრულებული სხვადასხვა ნივთები ,საახალწლოდ გაფორმებული სანთლები და ა. სხვა.
restorantdag-ის მომზადების პროცესში ბავშვებიც მონაწილეობდნენ,მაგალითად როდესაც ჩვენი ნამუშევრები გამოვიტანეთ მათთვის გარკვეული სიმბოლური ფასი უნდა დაგვედო,ვეცადეთ რომ ბავშვებს გადაეწყვიტათ ,ანუ მათ შეეფასებინათეს პროცესი. მართლა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. ბავშვების ნაწილმა დაიჟინა ჩემი ნამუშევრებისთვის უფრო დიდი ფასი დაედოთ . საბოლოოდ შევჯერდით რომ მხოლოდ სიმბოლური ფასები დაგვედო. ფასი დავადეთ ნამუშევრებს და სამზარეულოსკენ გავემართეთ. თითქმის მთელი დღე სამზარეულოში ვტრიალებდით.
დილიდან თოვდა(პირველი თოვლ ი იყო).დღის ბოლოს გარეთ რომ გამოვედით საკმაოდ დიდი თოვლი იდო. გუნდაობა დავიწყეთ თანამშრომლებმა. მერე ბავშვებიც შემოგვირთდნენ (ეგრე ვიწყებთ ხოლმე ბავშვები მერე გვიერთდებიან. მაგალითად წინა კვირაში ჩემი თანამშრომლები და ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, გოგოები იდგნენ და უყურებდნენ,აშკარად მათაც უნდოდათ თამაში მაგრამ ვერ ბედავდნენ, მე სათანადო პეხსაცმელი არ მეცვა , მაგრამ გადავწყვიტე მეც მეთამაშა გოგოების ასაყოლიებლად. მინდორზე რომ შევვარდი ყველა გაოცებული მიყურებდა,არ ელოდნენ ჩემგან მაგრამ…მოკლედ ბურთი ჩავიგდე თუ არა ხელში გოგოებიც გვერდში ამომიდგნენ და წავიდააა… მაგრა ვიმხიარულეთ. თან სურათებიც გადავიღეთ და სწორედ ეგ სურათები იყო გამოფენილი ამ ‘რესტორანდაგის’ დროს). გუნდაობის მერე დიდ ეზოსაკენ გავემართეთ თოვლის ბაბუის გასაკეთებლად. ჩემი თანამშრომლები იორისი ერიკი, ვილიამი და მე ვაგორავებდით ჩვენ-ჩვენ გუნდას, ბავშვები გვგულშემატკივრობდნენ. პირველი გუნდის გაკეთებისას ერთი გოგო ალისონი მეხმარებოდა, მაგრამ დაგვეშალა გუნდა და ალისონმა გადაწყვიტა რომ ჩემთვის იღბალი არ მოქონდა და შორიდან ყურება ამჯობინა, მეც თავიდან დავიწყე ყველაფერი და ერიკზე და ვილიამზე დიდი თოვლის გუნდა გავაკეთე(გოგოებს უხაროდათ ძალიან). იმდენად დიდი ბურთები გამოგვივიდა რომ ძლივს გადავაგორეთ ჩვენი სახლის წინ, მერე ერთმანეთზე დადებას კარგა ხანი მოვუნდით,აქ მთელი თანამშრომლები და ბავშვები ჩაერივნენ,ძლივს ავწიეთ თოვლის უზარმაზარი გუნდები, ეს პროცესიც ძალიან სახალისო იყო., ბევრი ვიცინეთ. მთელი საღამო ძალიან ლამაზად თოვდა, განათებული იყო ეზო, ყველა მხიარულობდა თოვლის ბაბუის ირგვლივ, გვერდით ცეცხლი ტკაცუნობდა, ხორცი იწვებოდა, ჩვენი სუფრაც იქვე იყო ეზოში ლამაზად მორთული, სტუმრებიც ნელ-ნელა მოდიოდნენ. ცოტა ხანი კასასტანაც მომიცია ყოპნა ძიგის (ერთერთი გოგონა) ვეხმარებოდი, ხალხს საჭმლის ჩეკებს ვართმევდით და დასალევს ვაწვდიდით. ვახშამიც უგემრიელესი გამოვიდა. ბოლოს ჩვენმა მუსიკოსმა მარეკმა გიტარა დაუკრა,გვიმღერა, ბავშვებიც აყვნენ.დანარჩენები კი სხვადასხვა ინსტუმენტებზე ვუკრავდით და სიმღერაში აყოლასაც ვცდილობდით. თოვლის გამო ბელგიაში შეწყდა მოძრაობა, ბევრმა ვერ შეძლო მოსვლა. თუმცა ჩვენ მაინც მოვულხინეთ

No comments:

Post a Comment