Monday, November 9, 2009

ნიუ პორტი


ბელგიაში ჩამოსვლისთანავე ზღვისპირა ქალაქ ნიუ პორტისაკენ გავემართეთ მე და ტეილორი - ამერიკელი მოხალისე. აქ მთელი ევროპიდან იყვნენ მოხალისეები ჩამოსულები. ოთხი დღე ტრენინგი გვიტარდებოდა. საღამოობით მუსიკას ვუსმენდით, ერთმანეთს ვეცნობოდით. ერთადერთხელ გავედით გარეთ, კოცონი დავანთეთ და ირგვლივ შემოვუსხედით. დიდი წრე შეიკრა, გადავწყვიტეთ ყველა მოხალისეს თავისი ქვეყნის სიმღერა შეესარულებინა. ძალიან სახალისო იყო. ზოგს კარგად გამოსდიოდა, ზოგი კი ისე მღეროდა სხვებს ერთი სული ქონდათ როდის დაასრულებდა :) მე თავიდან ვიფიქრე საქართველოს ჰიმნი მემღერა, წარმოვიდგინე მთელი ევროპა ჩემი ქვეყნის ჰიმნს მღეროდა და იდეაში მომეწონა :) იქნებ, სულაც არ მოსწონთ-თქო, თან ცოტა მეზარებოდა კიდეც ამდენ ხალხში სიმღერა. რა ხანია, საერთდ არ მიმღერია და მეშინოდა არ ჩავფლავდე-მეთქი, ჩუმად ვიყავი, ვფიქრობდი, იქნებ ვერც კი შემამჩნიონ, ამასობაში კი ყველამ იყვირა - ჯეორჯიაააააააააა, აი, გული ამიჩქარდა, კიდე კარგი ბნელოდა და ვერავინ ხედავდა ჩემს მღელვარებას. :) მოკლედ, ბოლო წამებში გამახსენდა სულიკო და შევცვალე გადაწყვეტილება, და დავიწყე სულიკო.მაღალ ტონში გამოვიდა და არ მომეწონა, მაგრამ მაინც მისმენდნენ, დავამთავრე და მთხოვეს კდიევ გვიმღერეაო, მეორედ უფრო უკეთესად ვიმღერე, უფრო მშვიდადმ როგორც იქნა მოვრჩი - მეთქი, მეშველა, მაგრამ აბაა.. ერთი ამბავი ატეხეს კიდე იმღერეო, ისეთი ყიჟინ აიყო უარს რავა ვიტყოდი, თან ამასობაში ხმაც დამეხვეწა, დავიწყე მესამედ, კიდე უფრო მშვიდი ვიყავი, ანუ შემეძლო ხალხის რეაქციისათვის მედევნებინა თვალი და თან მემღერა. გატრუნულები მისმენდნენ. თვალი რომ გადავავლე, შევნიშნე - ყველა გაფაციცებით შემომცქეროდა, ვერ ვუჯერებდი საკუთარ თვალებს, უდიდესი სიამაყე დამეუფლა, ლამის ვიტირე. აი, მეოთხედ რომ მამღერეს, უკვე მეც კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით, იმიტომ რომ , ერთადერთი ადამიანი ვიყავი აქ, რომელმაც ოთხჯერ იმღერა ზედიზედ (სხვები მხოლოდ თითოჯერ მღეროდნენ). მეხუთედ უკვე ყველა ავიყოლიე და ყველამ იმღერა სულიკოოოო, მაგარი იყოოოოო. ზოგისთვის ნაცნობი აღმოჩნდა ეს სიმღერა, ზოგმა პირობა ჩამომართვა, რომ თუ საახალწლოდ შევხვდებით, აუცილებლად უნდა ვასწავლო ტექსტი. ზოგი დღემდე მწერს და მახსნებეს პირობას :- სხვა დროს უკვე ჰიმნზე გადავალ :)

No comments:

Post a Comment