Sunday, January 24, 2010

მე, ირინა

17 იანვარი 2010 წელი. მოგესალმებით, მე ვარ ირინა, საქართველოდან, კერძოდ კი ზემო სვანეთის ულამაზესი რაიონიდან მესტიიდან. 23 წლის ვარ. სკოლა მესტიაში დავამთავრე, შემდეგ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ისტორიის მიმართულებაზე. მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში გადავწყვიტე EVშ მეცადა. გამიმართლა კიდეც, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ბელგიაში აღმოვჩნდი. უკვე მეხუთე თვეა რაც ბელგიაში ვარ. ლეუვენტან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ Bეტეკომში ვცხოვრობ.Lლეუვენი ულამაზესი ქალაქია, იგი ცნობილია როგორც საუნივერსიტეტო ქალაქი, აქ უამრავ უცხოელ და ადგილობრივ სტუდენტს შეხვდებით. ტურისტებითაც განებივრებულია. ჩემი პროექტი 2009 წლის სექტემბერში დაიწყო და 2010 წლის სექტემბერში დამთავრდება. ბელგიაში რომ მოვდიოდი, მეგონა ერთი წელი ძალიან დიდი პერიოდი იყო და ვერ გავძლებდი, თუმცა ხუთი თვე ისე გავიდა ვერაფერი გავიგე,ძალიან სწრაფად გადის დრო, მე კი რამდენი რამ მაქვს მოსასწრები… პროექტი თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო. ჩამოსვლისთანავე ზღვისპირა ქალაქში ნიუ პორტში ტრენინგებზე აღმოვჩნდი. აქ სხვა ევროპელი მოხალისეები გავიცანი. მათთან დღემდე ვაგრძელებ ურთირთობას. შაბათ კვირას ერთად ვატარებთ ხოლმე, ვცდილობთ მთელი ჩვენი თავისუფალი დრო სხვადასხვა ქალაქების მონახულებას დავუთმოთ. მალე ისევ შევიკრიბებით მოხალისეები ისევ ტრენინგებზე, შაბათ-კვირას ერთად გავატარებთ, ჩვენს გამოცდილებას გავუზიარებთ ერთმანეთს. ამჯერად ამ ტრენინგს ხუთთვიანი მუშაობის შეფასების ხასიათი ექნება. 2009 წლის 3 სექტემბერს დილით ჩამოვფრინდი ბელგიაში, იმავე საღამოს ენის კურსზე ჩავეწერე და გაკვეთილსაც დავესწარი. მოკლედ დასვენების გარეშე შევუდექი ბელგიურ ცხოვრებას და დღემდე ვაგრძელებთ

No comments:

Post a Comment